მესუთ იოზილმა ფანებთან იჩხუბა
მესუთ იოზილმა ფანებთან იჩხუბა

სამხრეთ კორეასთან მატჩის (0:2) შემდეგ, გერმანიის ნაკრების შემტევ ნახევარმცველს მესუთ იოზილს სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონდა გულშემატკივრებთან, – წერს გაზეთი The Sun. გასახდელისკენ მიმავალ ფეხბურთელს ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და იოზილმა პასუხის გაცემა გადაწყვიტა.

კონფლიქტს გერმანიის ნაკრების სხვა წევრებიც შეუერთდნენ. საბოლოოდ, სტადიონის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ, იოზილი გასახდელისკენ გაემართა.
კორეასთან წაგების შემდეგ, გერმანიის ნაკრებმა თავის ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და პირველად ისტორიაში, პლეი ოფში ვერ გავიდა.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!