მესუთ იოზილი - „არსენალში“ კონტრაქტის ამოწურვამდე ვრჩები
მესუთ იოზილი - „არსენალში“ კონტრაქტის ამოწურვამდე ვრჩები

გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ შეიძლება კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვოს ლონდონის „არსენალი“. მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

„ჩემი პოზიცია ცხადია. დავრჩები აქ კონტრაქტის ამოწურვამდე და ყველაფერს გავაკეთებ ამ კლუბისთვის. მსგავსი სიტუაციები ჩემზე ცუდად არასოდეს მოქმედებდა, მხოლოდ მაძლიერებდა. ადრე არა ერთხელ დამიმტკიცებია, რომ შემიძლია შემადგენლობაში დაბრუნება და ამას ისევ დავამტკიცებ.

თავად გადავწყვეტ, როდის წავიდე. კონტრაქტი არა ორი ან სამი, არამედ ოთხი წლით გავაფორმე და ამას ყველამ პატივი უნდა სცეს. ცხადია, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ მიყვარს „არსენალი“ და მომწონს აქ მუშაობა. აქ ნამდვილი ადამიანები არიან, რომლებთანაც უკვე დიდი დრო გავატარე. და მიყვარს ლონდონი. ეს ჩემი სახლია“, – განაცხადა იოზილმა.

გასულ სეზონში გერმანელმა 23 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში მოედანზე არ ყოფილა.