მესუთ იოზილი „არსენალს“ არ დატოვებს
მესუთ იოზილი „არსენალს“ არ დატოვებს

გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილი „არსენალში“ რჩება და 2019-20 წლების სეზონსაც ლონდონელთა რიგებში გაატარებს. ამის თაობაზე ფეხბურთელის თურქმა აგენტმა, ერქუთ სოგუთმა განაცხადა. მისივე თქმით, 30 წლის იოზილი ძალიან კარგად გრძნობს თავს ლონდონურ კლუბში და საერთოდ არ აპირებს გუნდის გამოცვლას.

განვლილ სეზონში იოზილმა პრემიერლიგის 30 მატჩში მეტად მოკრძალებული სტატისტიკა დააფიქსირა – ხუთი გოლი და ორი შედეგიანი პასი.