მესისთან, მბაპესთან და სალაჰთან ერთად - კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებშია #1TVSPORT
მესისთან, მბაპესთან და სალაჰთან ერთად - კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებშია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, – „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ცნობილმა საერთაშორისო პორტალმა 365scores-მა გამოარჩია.

საერთაშორისო სპორტულმა გვერდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საწყისი 6 ტურის შემდეგ ანალიზის საფუძველზე საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების გვერდით დაასახელა.

„ჩვენი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება. მასში ზოგიერთი დიდი სახელი ვერ მოხვდა, მაგრამ ამ თერთმეტეულმა წარმატებას მიაღწია“, – წერია 365scores-ის „ინსტაგრამ“ გვერდზე.

365scores-მა სიმბოლური ნაკრები 4-4-2 სათამაშო სქემით შეადგინა და ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა შემტევ ნახევარმცველად დააყენა, მარჯვენა ფლანგზე ლიონელ მესია, ხოლო თავდასხმაში – კილიამ მბაპე და მოჰამედ სალაჰი.