მესისა და რონალდუს ერთად 1000 გოლი აქვთ - „ბარსა“-„რეალი“ ციფრებში
მესისა და რონალდუს ერთად 1000 გოლი აქვთ - „ბარსა“-„რეალი“ ციფრებში

“კამპ ნოუზე” გამართულ “ელ-კლასიკოში” (2:2) ერთი გოლი მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. პორტუგალიელის ეს გოლი მე-400 იყო “რეალისთვის” “ბარსელონას” წინააღმდეგ მატჩებში (ყველა ტურნირზე). პირველი გოლი 1902 წელს არტურ ჯონსონმა გაიტანა, მე-100 – საბინო ბარინიაგამ 1948 წელს, მე-200 – ჰენტომ 1966 წელს, მე-300 – ივან სამორანომ 1993 წელს.

თავად რონალდუს 18 გოლი დაუგროვდა ყველა ტურნირზე “ბარსელონას” კარში და ამ მაჩვენებლით გაუტოლდა “რეალის” ლეგენდას ალფრედო დი სტეფანოს. უფრო მეტი გოლი “ელ-კლასიკოში” “ბარსელონას” ფორვარდს ლიონელ მესის აქვს გატანილი – 26.

მესის გოლი “რეალის” კარში 551-ე იყო არგენტინელისთვის კატალონური კლუბის რიგებში, თავის მხრივ, “რეალში” 449-ე გოლი გაიტანა რონალდუმ. ასე რომ, მესისა და რონალდუს თავიანთ ესპანურ კარიერაში ერთად 1000 გოლი აქვთ გატანილი.