მესის უფრო მეტი ჯარიმა აქვს გატანილი, ვიდრე ნებისმიერ კლუბს [ვიდეო]
მესის უფრო მეტი ჯარიმა აქვს გატანილი, ვიდრე ნებისმიერ კლუბს [ვიდეო]

ლა ლიგას მორიგ ტურში კატალონური დერბი გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ სტუმრად „ესპანიოლი“ გაანადგურა – 4:0.

ლიონელ მესიმ ამ მატჩში, ორი გოლი ჯარიმიდან გაიტანა.

ახლა, ლეგენდარულ არგენტინელს კარიერაში ჯარიმიდან 44 გოლი აქვს გატანილი (კრიშტიანუ რონალდუს – 53). 2018 წელს, მას ცხრა გატანილი ჯარიმა დაუგროვდა. ამდენი არ გაუტანია არა თუ არც ერთ მოთამაშეს, არც ერთ კლუბსაც კი. მეორე ადგილზეა ენის ბარდი „ლევანტედან“ (4), მესამეზე – მემფის დეპაი „ლიონიდან“ (3).

2014 წლის პირველი იანვრიდან მოყოლებული, მესიმ ლა ლიგაში 19 საჯარიმო გაიტანა. იქედან მოყოლებული ხუთი წლის განმავლობაში, უფრო ახლოს ამ მაჩვენებელთან მხოლოდ „იუვენტუსი“ მივიდა (18 გოლი), მაგრამ ამ გუნდში ექვს სხვადასხვა ფეხბურთელს გაჰქონდა – პაულო დიბალა (8), მირალემ პიანიჩი (4), ანდრეა პირლო (3), კარლოს ტევესი (1), პოლ პოგბა (1) და ფედერიკო ბერნარდესკი (1). 14-14 ჯარიმა გაიტანეს „ლიონმა“, „რეალმა“ და „რომამ“, 13 – „ბაიერნმა“.

ამ სეზონში, ლეოს ლა ლიგაში 11 გოლი დაუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირებში კრისტიან სტუანისთან პირველ ადგილს იყოფს („ჟირონა“). და კიდევ, მესი პირველი მოთამაშეა ისტორიაში, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში, ზედიზედ 13 სეზონში, მინიმუმ 10 გოლის გატანას ახერხებს.