მესის ტრანსფერმა პსჟ-ს 612 მილიონი მოუტანა #1TVSPORT
მესის ტრანსფერმა პსჟ-ს 612 მილიონი მოუტანა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენმა“ გამოაცხადა, რომ ლიონელ მესის ტრანსფერმა „ბარსელონადან“ სრულიად გაამართლა ფინანსურად.

არგენტინელი ფეხბურთელი არა მხოლოდ საფეხბურთო მინდორზე, არამედ მის მიღმაც სასარგებლოა. გამოცემა El Economista-ს ინფორმაციით, „ოქროს ბურთის“ შვიდგზის მფლობელთან კონტრაქტმა პარიზულ კლუბს დამატებით 612 მილიონი ფუნტი მოუტანა. ეს არის გასული სეზონის მონაცემები.

გასული ერთი წლის განმავლობაში, პარიზელებმა თავიანთი შემოსავალი 13 პროცენტით გაზარდეს – ეს შესაძლებელი გახდა მრავალრიცხოვანი სასპონსორო გარიგებების წყალობით ცნობილ ბრენდებთან, მათ შორის, Dior-თან, PlayBetR-თან და GOAT-თან. კლუბის კრიპტოვალუტა გაორმაგდა და პსჟ-ის მოგებამ ისტორიაში პირველად გადააჭარბა 300 მილიონ ევროს.

სეზონის განმავლობაში „პარი სენ-ჟერმენმა“ დაახლოებით მილიონი მაისური გაყიდა, აქედან 60 პროცენტი მესის სათამაშო ფორმა იყო.

„პარი სენ-ჟერმენის“ სოციალური ქსელებიც აქტიურად ვითარდება არგენტინელის მისვლის შემდეგ. მესისთან კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა 15 მილიონი ახალი გამომწერის დამატება. ახლა, პარიზელთა აუდიტორია სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე პირველად ისტორიაში 150 მილიონ ფოლოვერამდე გაიზარდა.