მესის სკანდალის მიზეზით არგენტინისა და ნიგერიის ამხანაგური მატჩი ჩაიშალა #1TVSPORT
მესის სკანდალის მიზეზით არგენტინისა და ნიგერიის ამხანაგური მატჩი ჩაიშალა #1TVSPORT

ამხანაგური მატჩი არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის არ გაიმართება. ეს ინფორმაცია გაავრცელა ჰანჟოუს სპორტულმა კომიტეტმა.

„ცნობილი მიზეზების გამო კომპეტენტური ორგანოები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ არ არსებობს არგენტინული გუნდის მონაწილეობით მატჩის ჩატარების პირობები. მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ მატჩის გაუქმების შესახებ“, – წერია განცხადებაში.

შეხვედრა მარტში ჩინეთში უნდა გამართულიყო.

მატჩის გაუქმება იმის შედეგია, რომ ცოტა ხნის წინ ლიონელ მესიმ არ ითამაშა ჰონგ კონგში ამხანაგურ მატჩში „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში, რასაც სკანდალი და ჩინელი გულშემატკივრების აღშფოთება და მრისხანება მოჰყვა.

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შეინიშნება ლიონელ მესის კომერციული ღირებულების მკვეთრი ვარდნა, რადგან ჩაშლილი ამხანაგური მატჩისგან მიღებული ნეგატიური შედეგები მხოლოდ იზრდება.