მესის პოსტმა მუნდიალის მოგებაზე რონალდოს რეკორდი მოხსნა #1TVSPORT
მესის პოსტმა მუნდიალის მოგებაზე რონალდოს რეკორდი მოხსნა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის, ლიონელ მესის პოსტმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ სპორტსმენებს შორის რეკორდი მოხსნა.

არგენტინელებმა პენალტების სერიაში ფრანგები დაამარცხეს (3:3, პენალტებით – 4:2)  და მსოფლიო ჩემპიონატი მესამედ მოიგეს. მანამდე ეს 1978 და 1986 წლებში მოახერხეს.

„მსოფლიო ჩემპიონობა! იმდენჯერ დამსიზმრებია და ისე მინდოდა, რომ დღემდე არ მჯერა… დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, ყველას ვინც მხარს მიჭერს და ასევე ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ როდესაც არგენტინელები ერთად და გუნდურად იბრძვიან, შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რაც გვინდა. ეს არის მთელი გუნდის დამსახურება, რომელიც ინდივიდებზე მაღლა დგას, ეს არის ყველას ძალა, ვინც იბრძოდა იმავე ოცნების ასახდენად, რაც ყველა არგენტინელის ოცნება იყო… ჩვენ ეს გავაკეთეთ! წინ არგენტინა! ძალიან მალე შევხვდებით“, – დაწერა მესიმ სოციალურ ქსელში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Leo Messi (@leomessi)

მესის პოსტს 46 მილიონზე მეტი მოწონება აქვს და ამით 35 წლის არგენტინელმა პორტუგალიელი თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს რეკორდი მოხსნა, რომელმაც ნოემბერში გამოაქვეყნა ფოტო მესისთან ერთად, სადაც ჭადრაკს თამაშობენ. პოსტმა 41,9 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.