მესის „პარი სენ-ჟერმენში“ ჟორდი ალბას ხილვა სურს #1TVSPORT
მესის „პარი სენ-ჟერმენში“ ჟორდი ალბას ხილვა სურს #1TVSPORT

„ბარსელონას“ მცველი ჟორდი ალბა, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ აღმოჩნდეს.

გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, პარიზელთა ფორვარდს ლიონელ მესის სურს თავის ამჟამინდელ გუნდში იხილოს კატალონურ კლუბში ყოფილი პარტნიორი.

ესპანელი მცველი აგრძელებს მოლაპარაკებებს „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან წასვლის თაობაზე. თავის მხრივ, კატალონური გუნდი ცდილობს ხარჯების შემცირებას და, ამასთან, დაცვის გაახალგაზრდავებაზე ზრუნავს. ამიტომაც არის ალბას საფრანგეთში გადასვლის ალბათობა, თუ შესაფერისი წინადადება იქნება.

ჟორდი ალბა „ბარსელონაში“ 2012 წლიდან თამაშობს. მას ამ გუნდში 396 მატჩი, 22 გოლი და 86 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. მცველის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.