მესის ჯარიმა „ლივერპულთან“ 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს [ვიდეო]
მესის ჯარიმა „ლივერპულთან“ 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს [ვიდეო]

უეფამ 2018-19 წლების ევროპული სეზონის საუკეთესო გოლი გამოავლინა. ხმის მიცემით შესაბამის ნომინაციაში გაიმარჯვა „ბარსელონას“ ფორვარდის ლიონელ მესის ჯარიმამ „ლივერპულის“ კარში. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში.

იმ შეხვედრაში „ბარსელონამ“ „ლივერპული“ 3:0 გაანადგურა, მესიმ კი დუბლი შეასრულა.