მესის, ჰალანდისა და ნეიმარის გვერდით - კვარაცხელია 2023 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატებში „გოლმაც“ დაასახელა #1TVSPORT
მესის, ჰალანდისა და ნეიმარის გვერდით - კვარაცხელია 2023 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატებში „გოლმაც“ დაასახელა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატებში, კომპანია BETCITY-ს შემდეგ, goal.com-მაც დაასახელა.

ავტორიტეტული ინტერნეტ-გამოცემის სიაში სულ 19 ფეხბურთელი მოხვდა. საუკეთესოები 2022/23 სეზონში გოლებით და საგოლე გადაცემების მიხედვით შეარჩია. საინტერესოა, რომ იტალიიდან მხოლოდ „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი და „მილანის“ პორტუგალიელი შემტევი რაფაელ ლეაოა, რომელიც ქართველს ორი საფეხურით ჩამორჩება.

„უდავოა, რომ დღეს ევროპული სეზონის ვარსკვლავია ადამიანი, რომელსაც ნეაპოლში „კვარადონა“ უწოდეს. ის ამ სეზონში სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში აღმოჩენა გახდა. ის არის მოთამაშე, რომელმაც თავისი თვალწარმტაცი ფეხბურთით ყველა გაანადგურა. კვარაცხელიას პირდაპირმა სათამაშო სტილმა, ისევე როგორც მისმა უზუსტესმა პასებმა და დარტყმებმა, აღაფრთოვანა გულშემატკივარი ყველა იმ სტადიონზე, სადაც მან 2022-2023 წლებში ითამაშა. მას არ ექნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის საშუალება, რათა თავისი ნიჭი „ოქროს ბურთის“ პოტენციური ამომრჩევლების წინაშე წარმოაჩინოს, მაგრამ ახლანდელ ფორმას თუ შეინარჩუნებს, არ არსებობს მიზეზი, რომ საბოლოო კანდიდატებში არ მოხვდეს“, – წერს გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიაზე.

„ოქროს ბურთის“ კანდიდატები – goal.com-ის ვერსია

19. ფედერიკო ვალვერდე (მადრიდის რეალი)

2022/23 სეზონში: 5 გოლი, 2 საგოლე გადაცემა.

18. კოდი გაკპო (ეინდჰოვენი)

2022/23 სეზონში: 14 გოლი, 12 საგოლე გადაცემა.

17. რაფაელ ლეაო (მილანი)

2022/23 სეზონში: 4 გოლი, 9 საგოლე გადაცემა.

16. ლეროი სანე (ბაიერნი)

2022/23 სეზონში: 10 გოლი, 6 საგოლე გადაცემა

15. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

2022/23 სეზონში: 9 გოლი, 9 საგოლე გადაცემა.

14. სადიო მანე (ბაიერნი)

2022/23 სეზონში: 10 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

13. გაბრიელ ჟესუსი (არსენალი)

2022/23 სეზონში: 5 გოლი, 5 საგოლე გადაცემა

12. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)

2022/23 სეზონში: 7 გოლი, 9 საგოლე გადაცემა

11. ჰარი კეინი (ტოტენჰემი)

2022/23 სეზონში: 11 გოლი, 2 საგოლე გადაცემა

10. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)

2022/23 სეზონში: 7 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.

9. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

2022/23 სეზონში: 11 გოლი, 4 საგოლე გადაცემა

8. ქარიმ ბენზემა (მადრიდის რეალი)

2022/23 სეზონში: 5 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.

7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

2022/23 სეზონში: 2 გოლი, 12 საგოლე გადაცემა

6. ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი)

2022/23 სეზონში: 7 გოლი, 5 საგოლე გადაცემა

5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)

2022/23 სეზონში: 14 გოლი, 4 საგოლე გადაცემა

4. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი)

2022/23 სეზონში: 21 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.

3. კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი)

2022/23 სეზონში: 13 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

2. ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი)

2022/23 სეზონში: 13 გოლი, 11 საგოლე გადაცემა.

1. ლიონელ მესი (პარი სენ-ჟერმენი)

2022/23 სეზონში: 12 გოლი, 8 საგოლე გადაცემა.