მესის გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მაგრამ ფინალისთვის მზად იქნება #1TVSPORT
მესის გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მაგრამ ფინალისთვის მზად იქნება #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების ლიდერს, ლიონელ მესის ხორვატიასთან ნახევარფინალის შემდეგ პრობლემები მარცხენა ფეხზე ჰქონდა, რის გამოც მან 15 დეკემბერს არგენტინის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა. ცხადია, ამან „ალბისელესტეში“ ფინალის წინ შეშფოთება გამოიწვია.

თუმცა, ვარჯიშის შემდეგ არგენტინელი ვარსკვლავი შერეულ ზონაში მივიდა და თქვა, რომ ყველაფერი კარგად არის და, დისკომფორტის მიუხედავად, ფინალში მაინც სრულად ითამაშებს, რათა არგენტინა სასურველ ჩემპიონობადმე მიიყვანოს.

კატარში მიმდინარე მუნდიალზე არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის ანგარიშზე 6 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. მესი ტურნირის საუკეთესო მოთამაშეობის მთავარი კანდიდატია ფრანგ კილიან მბაპესთან ერთად.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრები არგენტინას კვირას, 18 დეკემბერს დაუპირისპირდება – თამაში თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება. გადამწყვეტი შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.