მესის გოლი და საგოლე გადაცემა - არგენტინამ მექსიკა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მესის გოლი და საგოლე გადაცემა - არგენტინამ მექსიკა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საუდის არაბეთთან სენსაციური წაგების შემდეგ არგენტინის ნაკრებმა C ჯგუფის მეორე შეხვედრა მექსიკის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართა. მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტისთვის ამ მატჩში გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო და, რა თქმა უნდა, არგენტინელები პირველ ნომრად თამაშობდნენ.

 

 

სკალონის გუნდი უპირატესობას ფლობდა, მეტოქეს უტევდა, მაგრამ მექსიკელები თავის დაცვას ახერხებდნენ და საკუთარ შანსს კონტრშეტევებზე ელოდებოდნენ. თამაში დაძაბული იყო და სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი არ შექმნილა და პირველ ტაიმი 0:0 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარში არგენტინა კიდევ უფრო დიდ უპირატესობას ფლობდა, ბურთს აკონტროლებდა და მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა, მაგრამ მექსიკელები მჭიდრო დაცვაში იდგნენ. არგენტინელები რეალური საგოლე მომენტის შექმნას ვერ ახერხებდნენ და ანგარიში არ იცვლებოდა. საკუთარი გუნდი ლიონელ მესიმ იხსნა. არგენტინელთა ლიდერმა 64-ე წუთზე დი მარიასგან პასი მიიღო და შორეული, უზუსტესი დარტყმით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა — 1:0.

გატანილი გოლის შემდეგ თამაში არ შეცვლილა. ბურთს კვლავ არგენტინა აკონტროლებდა და მექსიკელები საკუთარი კარის დაცვას ცდილობდნენ. 87-ე წუთზე ლიონელ მესისგან ენცო ფერნანდესმა პასი მიიღო და მექსიკის ყველა იმედი ულამაზესი დარტყმით გადაწურა — 2:0 არგენტინის სასარგებლოდ. არბიტრმა მეორე ტაიმს 6 წუთი დაამატა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და არგენტინამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

C ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 22.11.2022 14:00 არგენტინა-საუდის არაბეთი 1:2
I ტური 22.11.2022 20:00 მექსიკა-პოლონეთი 0:0
II ტური 26.11.2022 17:00 პოლონეთი-საუდის არაბეთი 2:0
II ტური 26.11.2022 23:00 არგენტინა-მექსიკა 2:0
III ტური 30.11.2022 23:00 საუდის არაბეთი-მექსიკა :
III ტური 30.11.2022 23:00 პოლონეთი-არგენტინა :

 

C ჯგუფი
1 პოლონეთი 2 1 1 0 2-0 4
2 არგენტინა 2 1 0 1 3-2 3
3 საუდის არაბეთი 2 1 0 1 2-3 3
4 მექსიკა 2 0 1 1 0-2 1