მესის გარემოცვა უკმაყოფილოა პსჟ-ში პოჩეტინოს მუშაობით #1TVSPORT
მესის გარემოცვა უკმაყოფილოა პსჟ-ში პოჩეტინოს მუშაობით #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ლიონელ მესის გარემოცვა ეჭვით უყურებს გუნდის მთავარი მწვრთნელის მაურიციო პოჩეტინოს მუშაობის მეთოდებს, – წერს გაზეთი „ეკიპი“.

წყაროს ინფორმაციით, არგენტინელ ფეხბურთელთან დაახლოებული გარემოცვა აკრიტიკებს პოჩეტინოს რთული და პრაგმატული სქემის გამო. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მესი ვერ ახერხებს სრულად გახსნას „პარი სენ-ჟერმენში“, ამის გამო კი ფეხბურთელს აკრიტიკებენ, არადა, მწვრთნელმა ვერ შეძლო ფორვარდის ფუნქციების განსაზღვრა და მას მუდმივად სხვადასხვა პოზიციაზე იყენებს.

34 წლის მესიმ ცხრა მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.