მესის გადასვლის შემდეგ - „ინტერ მაიმის“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს #1TVSPORT
მესის გადასვლის შემდეგ - „ინტერ მაიმის“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს #1TVSPORT

„ინტერ მაიამიმ“ ბოლო შეხვედრაში „ლოს ანჯელესი“ 3:1 დაამარცხა და ათმატჩიანი წაუგებელი სერია 11-მდე გაზარდა. მაიამელების არგენტინელმა ვარსკვლავმა თავი ამ თამაშშიც გამოიჩინა და ორი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.

ლიონელ მესი „ინტერ მაიამის“ რიგებს 2023 წლის 15 ივლისს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში არგენტინელმა თავდამსხმელმა ამერიკული კლუბის შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ გუნდში ლიონელ მესის გადასვლის შემდეგ „ინტერ მაიამის“ ერთი თამაშიც არ წაუგია.