მესის „ბარსელონასგან“ წინადადება არ მიუღია #1TVSPORT
მესის „ბარსელონასგან“ წინადადება არ მიუღია #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი პარიზში შეხვდა თავის ყოფილ თანაგუნდელებს – სერხიო ბუსკეტსა და ჟორდი ალბას.

როგორც გაზეთი Mundo Deportivo წერს, შეხვედრა გასული კვირის ბოლოს გაიმართა, როცა კატალონურ კლუბს გამოსასვლელი დღე ჰქონდა.

საუბრის დროს ესპანელებმა ახსენეს მესის სავარაუდო დაბრუნება „ბარსელონაში“. არგენტინელმა განუცხადა ყოფილ თანაგუნდელებს, რომ დღემდე არ მიუღია არანაირი წინადადება კატალონური კლუბისგან.

მესის მოქმედი კონტრაქტი პსჟ-თან 2023 წლის ივნისამდეა ძალაში.