მესის „ბარსელონას“ ისტორიაში გოლების 10 პროცენტში აქვს მონაწილეობა მიღებული
მესის „ბარსელონას“ ისტორიაში გოლების 10 პროცენტში აქვს მონაწილეობა მიღებული

ლა ლიგას 34-ე ტურში „ბარსელონამ“ „ვილიარეალთან“ მატჩში 4:1 მოიგო. კატალონიელთა მეოთხე გოლი მე-9000 იყო კლუბის ისტორიაში. ამ საიუბილეო გოლის ავტორი გახდა 17 წლის ანსუ ფატი.

როგორც ვებგვერდმა GiveMeSport-მა გაარკვია, კლუბის 111-წლიან ისტორიაში, „ბარსელონას“ კაპიტანს ლიონელ მესის ამ 9000 გოლის 10 პროცენტში აქვს მიღებული მონაწილეობა. არგენტინელმა გაიტანა 630 გოლი და შეასრულა 275 შედეგიანი გადაცემა.

მესი „ბარსელონას“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მეორე ადგილზეა სეზარ როდრიგესი (232 გოლი). შემდეგ მოდიან ლასლო კუბალა და ლუის სუარესი – 194 გოლი.

დატოვე კომენტარი