მესის ახალი რეკორდი - არგენტინელმა გოლი 100 სხვადასხვა კლუბს გაუტანა #1TVSPORT
მესის ახალი რეკორდი - არგენტინელმა გოლი 100 სხვადასხვა კლუბს გაუტანა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონმა და თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდამ, არგენტინელმა ლიონელ მესიმ საკუთარი კარიერის ახალი რეკორდი დაამყარა.

საქმე ისაა, რომ მესიმ „ინტერ მაიამის“ ბოლო მატჩში „ატლანტა იუნაიტედის“ კარი ორჯერ აიღო და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ამგვარად, ჯორჯიის შტატის დედაქალაქის გუნდი მეასეა (იგულისხმება სხვადასხვა კლუბი), რომელსაც არგენტინელმა თავდამსხმელმა გოლი გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ მესიმ „ინტერ მაიამის“ წინა შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი და გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი გახდა.