მესიმ ვარჯიში განაახლა, მაგრამ „მონპელიესთან“ მატჩს მაინც გამოტოვებს #1TVSPORT
მესიმ ვარჯიში განაახლა, მაგრამ „მონპელიესთან“ მატჩს მაინც გამოტოვებს #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩში პსჟ „ლიონს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. გამარჯვების მიუხედავად, შეხვედრა პარიზელებისთვის უსიამოვნოდ დასრულდა, რადგან „პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლონელ მესიმ მუხლის ტრავმა მიიღო.

პარიზულმა კლუბმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესიმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, თუმცა მომდევნო მატჩს მაინც გამოტოვებს, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენი“ ხვალ, 25 სექტემბერს „მონპელისთან“ გამართავს.

საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სწორედ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიდერობს და  უახლოეს მდევარს, „მარსელს“ შვიდი ქულით უსწრებს.