მესიმ რონალდოს ტოპ-5 ჩემპიონატებში გატანილი გოლებით კვლავ გადაასწრო
მესიმ რონალდოს ტოპ-5 ჩემპიონატებში გატანილი გოლებით კვლავ გადაასწრო

„იუვენტუსის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდომ იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში დუბლი შეასრულა და ამის წყალობით ტურინელებმა „პარმა“ დაამარცხეს – 2:1.

დღევანდელი მდგომარეობით, კრიშტიანოს ანგარიშზე ევროპის  ხუთ საუკეთესო ჩემპიონატში გატანილი 432  გოლია. ამავე რაოდენობის გოლის ავტორი იყო ლიონელ მესი, თუმცა არგენტინელმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში „გრანადასთან“ ბურთი გაიტანა და პორტუგალიელ ვარკვლავს ტოპ-5 ჩემპიონატებში გატანილი გოლების რაოდენობით კვლავ გადაასწრო.