მესიმ პრიმერაში მე-400 გოლი გაიტანა – „ბარსელონამ“ ზედიზედ მეექვსე მოიგო [ვიდეო]
ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ლიდერმა „ბარსელონამ“ შინ „ეიბარი“ მიიღო და 3:0 გაიმარჯვა. დუბლი ლუის სუარესმა შეასრულა, კიდევ ერთი გოლი კი ლიონელ მესიმ დაუმატა.
არგენტინელისთვის ეს გოლი უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. ეს იყო მისი მე-400 გოლი ესპანეთის ჩემპიონატში. მესი გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, ვინც პრიმერაში ამ ზღვარს მიაღწია.
— Drafts 2.0 (@drafts_2) January 13, 2019
„ბარსელონამ“ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო პრიმერაში და უახლოეს მდევარ „ატლეტიკოსთან“ ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.