მესიმ „პრიმერას“ 15 სტატისტიკური რეიტინგიდან 14 მოიგო
მესიმ „პრიმერას“ 15 სტატისტიკური რეიტინგიდან 14 მოიგო

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი უკონკურენციოა სტატისტიკური მაჩვენებლებით ესპანეთის 2018-19 წლების ჩემპიონატში.

არგენტინელი პირველ ადგილზე გავიდა შემდეგ კატეგორიებში – გოლები, საგოლე გადაცემები, დარტყმები, ზუსტი დარტყმები, შექმნილი შანსები, შექმნილი ულტრაშანსები, მოედნის ბოლო მესამედში მოპოვებული ჯარიმები, გოლები (მათ შორის, საჯარიმოს გარედან და საჯარიმოებიდან), ჰეთთრიკები, ძელს გარტყმული ბურთები, მოედნის ბოლო მესამედში პასები.

და მხოლოდ ცრუ მოძრაობების რაოდენობით დაიკავა მესიმ მეორე ადგილი. მას გაუსწრო სოფიან ბუფალმა, რომელიც „სელტაში“ თამაშობს.