მესიმ ნეიმარს დაურეკა, რომ „რეალში“ გადასვლა გადააფიქრებინოს
მესიმ ნეიმარს დაურეკა, რომ „რეალში“ გადასვლა გადააფიქრებინოს

„ბარსელონას“ კაპიტანს ლიონელ მესის არ სურს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი მადრიდის „რეალში“ გადავიდეს, – წერს ესპანური გაზეთი „მარკა“ (Marca).

წყაროს ცნობით, მესიმ პირადად დაურეკა თავის მეგობარსა და ყოფილ პარტნიორს და სთხოვა მას – უარი თქვას მადრიდულ კლუბში გადასვლის იდეაზე.

წინა დღეს გაირკვა, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ თავისი საკლუბო მაღაზიიდან გააქრო ბრაზილიელ ფეხბურთელთან დაკავშირებული ყველანაირი ატრიბუტიკა. პარალელურად, ესპანურმა პრესამ დაწერა, რომ ნეიმარის წარმომადგენლები გუშინ, „ბარსელონას“ ოფისში შეამჩნიეს. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო ნეიმარის იურისტების სტუმრობის მიზანი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება სწორედ მოსალოდნელ ტრანსფერს უკავშირდებოდეს.