მესიმ MLS-ში დებიუტი გოლით აღნიშნა - არგენტინელს „ინტერ მაიამიში“ 9 მატჩში 11 გოლი აქვს [ვიდეო] #1TVSPORT
მესიმ MLS-ში დებიუტი გოლით აღნიშნა - არგენტინელს „ინტერ მაიამიში“ 9 მატჩში 11 გოლი აქვს [ვიდეო] #1TVSPORT

შედგა ლიონელ მესის დებიუტი „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS). „ინტერ მაიამი“ სტუმრად ეთამაშებოდა „ნიუ იორკ რედ ბულზს“ და 2:0 გაიმარჯვა.

მესიმ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა ლეონარდო კამპანას ნაცვლად, როცა მისი გუნდი 1:0-ს იგებდა. მეორე გოლი შეხვედრაში სწორედ არგენტინელმა გაიტანა 89-ე წუთზე – მან ბენჰა კრემასკის პასი გამოიყენა.

ეს იყო ლიონელ მესისთვის პირველი მატჩი MLS-ში და პირველი გოლი ტურნირზე. სულ კი ფორვარდმა „ინტერ მაიამიში“ სხვადასხვა ტურნირზე ცხრა მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ამ ცხრა მატჩიდან „ინტერ მაიამიმ“ ყველა მოიგო, რისი წყალობითაც ფლორიდულმა კლუბმა გაიმარჯვა ლიგების თასის გათამაშებაში და ფინალში გავიდა აშშ-ის ღია თასის ტურნირზე.

რაც შეეხება MLS-ს, „ნიუ იორკ რედ ბულზთან“ შეხვედრამდე „ინტერ მაიამი“ ბოლო ადგილზე იყო აღმოსავლეთ კონფერენციაში და ახლა 21 ქულით ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა.