მესიმ „ლიონთან“ მატჩში ტრავმა მიიღო  #1TVSPORT
მესიმ „ლიონთან“ მატჩში ტრავმა მიიღო #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩში პარიზული გრანდი „ლიონს“ დაუპირისპირდა და გამარჯვება კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით მოიპოვა – 2:1.

მეორე ტაიმის შუა პერიოდში პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისო პოჩეტინომ მესი მოედნიდან გაიყვანა. როგორც ფრანგული გამოცემა GFFN იუწყება, პარიზელთა არგენტინელმა ვარსკვლავმა მუხლის ტრავმა მიიღო და პოჩეტინომ მისი შეცვლა ამიტომ გადაწყვიტა.

გამოცემის ინფორმაციით, ლიონელ მესი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არის და მოედანს მაშინ დაუბრუნდება, როდესაც ექიმები შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს პარიზელები ლიდერობენ (ექვსი მატჩი – ექვსი მოგება).