მესიმ „ინტერ მაიამიში“ პოლ პოგბას გაფორმება ითხოვა #1TVSPORT
მესიმ „ინტერ მაიამიში“ პოლ პოგბას გაფორმება ითხოვა #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ ვარსკვლავურმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ თხოვა კლუბის მფლობელს დევიდ ბექჰემს კიდევ ერთი ტოპ-მოთამაშის დამატება.

პორტალ El Nacional-ის ინფორმაციით, არგენტინელს სურს, რომ ფლორიდულმა კლუბმა პოლ პოგბასთან გააფორმოს კონტრაქტი.

ფრანგი ფეხბურთელი დოპინგის გამოყენებისთვის მიღებული დისკვალიფიკაციის ვადის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. „ინტერ მაიამი“ სერიოზულად განიხილავს პოგბას გაფორმებას და ფავორიტია ნახევარმცველისთვის ბრძოლაში.

უფრო ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ პოგბას შეხვედრა ჰქონდა „ინტერ მაიამის“ პრეზიდენტთან დევიდ ბექჰემთან.