მესიმ „ინტერ მაიამისგან“ ხელსაყრელი წინადადება მიიღო - პსჟ-ში არგენტინელის შენარჩუნება სურთ #1TVSPORT
მესიმ „ინტერ მაიამისგან“ ხელსაყრელი წინადადება მიიღო - პსჟ-ში არგენტინელის შენარჩუნება სურთ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა ამერიკული „ინტერ მაიამისგან“ სარფიანი შეთავაზება მიიღო, – იუწყება ნიკოლო სკირა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ამერიკულმა საფეხბურთო კლუბმა ლიონელ მესის ფინანსურად ძალიან ხელსაყრელი კონტრაქტი შესთავაზა, თავის მხროვ კი, პარიზული გრანდის ხელმძღვანელები ცდილობენ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი გუნდში დარჩენაში დაარწმუნონ.

პსჟ-ში მესისთან კონტრაქტის განახანგრძლივება 2024 წლამდე სურთ, ხელშკრულების კიდევ ერთი სეზონით განახლების შესაძლებლობით.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდას, ლიონელ მესის პარიზულ კლუბთან კონტრაქტი წელს, ზაფხულში ეწურება.