მესიმ იამალი საკუთარ თავს შეადარა - ის უკვე არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი #1TVSPORT
„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ აზრი გამოთქვა „ბარსელონას“ ვუნდერკინდის ლამინ იამალის თამაშზე.
„შთამბეჭდავია ის, რასაც ლამინი აკეთებს და უკვე გააკეთა. მან უკვე მოიგო ევრო 2024 ესპანეთის ნაკრებთან ერთად. ის მხოლოდ 17 წლისაა, ჯერ ისევ იზრდება და დაუმატებს კარგ თვისებებს საკუთარ თამაშს, როგორც ამას მე ვაკეთებდი. მას დაუჯერებელი თვისებები აქვს და უკვე არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი“, – განაცხადა მესიმ „ინტერ მაიამის“ პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.