მესიმ ჩავის „ბარსელონას“ მწვრთნელობა მიულოცა და წარმატება უსურვა #1TVSPORT
მესიმ ჩავის „ბარსელონას“ მწვრთნელობა მიულოცა და წარმატება უსურვა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა თქვა, რომ კატალონიური კლუბის ლეგენდამ, ლიონელ მესიმ წერილი მისწერა და წარმატება უსურვა.

„ლეო მესიმ ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა, „ბარსელონას“ მწვრთნელობა მომილოცა და წარმატება მისურვა, – ციტირებს ჩავის სიტყვებს Sport.es.

–  მესი ბრწყინვალე მოთამაშეა, მაგრამ ის ჩვენს გუნდში აღარ არის, ისევე როგორც ეტოო და რონალდინიო. ჩვენ ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და არა იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც წარსულში ბარსელონას დიდება შექმნეს“.

„ბარსელონა“ ჩავი ერნანდესმა რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა და კონტრაქტის თანახმად, გუნდს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს.