მესიმ ბოლო შვიდ მატჩში მეექვსე დუბლი შეასრულა და კრიშტიანო რონალდოს გაუსწრო გოლების რაოდენობით პენალტების გაუთვალისწინებლად [ვიდეო] #1TVSPORT
მესიმ ბოლო შვიდ მატჩში მეექვსე დუბლი შეასრულა და კრიშტიანო რონალდოს გაუსწრო გოლების რაოდენობით პენალტების გაუთვალისწინებლად [ვიდეო] #1TVSPORT

MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში „ინტერ მაიამიმ“ სტუმრად 5:1 გაანადგურა „ნიუ იორკ რედ ბულსი“.

ფლორიდული კლუბის რიგებში დუბლი შეასრულა ლიონელ მესიმ. არგენტინელი, ასევე, ორი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. კიდევ ორი გოლი ტელასკო სეგოვიამ გაიტანა, ერთი – ჟორდი ალბამ.

ლიონელ მესიმ MLS-ის ბოლო შვიდ მატჩში ექვსი დუბლი შეასრულა. ახლა მას 18 მატჩში 18 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა აქვს. საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ის პირველ ადგილს იყოფს „ნეშვილის“ ფორვარდთან სემ სერიჯთან, თუმცა არგენტინელმა ექვსი მატჩით ნაკლები ჩაატარა და არ აქვს გოლები პენალტით (სერიჯმა ხუთი პენალტი გაიტანა).

„ნიუ იორკის“ წინააღმდეგ ორივე გოლი მესიმ თამაშიდან გაიტანა. ახლა პენალტების გაუთვალისწინებლად არგენტინელს კარიერაში 764 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით კრიშტიანო რონალდოს (763) გაუსწრო. სულ მესის 1114 მატჩში 874 გოლი (110 – პენალტით) აქვს, რონალდოს – 938 (175 – პენალტით) 1281 მატჩში.

„ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა – 21 მატჩში 41 ქულა აქვს, მაგრამ ლიდერ „ფილადელფიაზე“ (47 ქულა) სამი მატჩით ნაკლები ჩაატარა.