მესიმ ბოლო 12 მატჩში მერვე დუბლი შეასრულა, „ინტერ მაიამიმ“ MLS-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
მესიმ ბოლო 12 მატჩში მერვე დუბლი შეასრულა, „ინტერ მაიამიმ“ MLS-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“ MLS-ის პლეი ოფში თამაში გაინაღდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მორიგ სათამაშო დღეს ფლორიდულმა კლუბმა 4:0 მოუგო „ნიუ იორკ სიტის“.

ზედიზედ მეორე მატჩში დუბლი შეასრულა მესიმ, რასაც ბალთაზარ როდრიგესზე შედეგიანი გადაცემაც ემატება. კიდევ ერთი გოლი ნიუ იორკელთა კარში ლუის სუარესმა პენალტით გაიტანა.

მესი 23 მატჩში 24 გოლით MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მას ბოლო 12 მატჩში რვა დუბლი დაუგროვდა.