მესიმ 43-ე ჰეთ-თრიკით რეკორდები გადაწერა
მესიმ 43-ე ჰეთ-თრიკით რეკორდები გადაწერა

„ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ლევანტე“ – 5:0 გაანადგურა. ამ მატჩში ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და არგენტინელს 2018 წელს ზუსტად 50 გოლი დაუგროვდა.

– 31 წლის არგენტინელი პირველია, ვისაც 2018 წელს 50 გოლი აქვს გატანილი.

– 2010 წლიდან მოყოლებული, ცხრა კალენდარული წლიდან რვაში, მესიმ მინიმუმ 50 გოლის გატანა შეძლო –
2010 – 60 გოლი
2011 – 59 გოლი
2012 – 91 გოლი
2013 – 45 გოლი
2014 – 58 გოლი
2015 – 52 გოლი
2016 – 59 გოლი
2017 – 54 გოლი
2018 – 50 გოლი

– ეს არის 43-ე ჰეთ-თრიკი არგენტინელისთვის „ბარსელონაში“. მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს უფრო მეტი „რეალის“ შემადგენლობაში – 44.

– სამი გოლის გარდა, მესიმ ორი შედეგიანი პასი შეასრულა. არგენტინელს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად ჰქონდა ერთ მატჩში „გოლი+პასი“ სისტემით 5 ქულა.

– მესი ლიდერია TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში გოლების რაოდენობით – 14. ასევე ლიდერობს ის „გოლი+პასი“ სისტემით – 20 ქულა (14+6).