მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

არგენტინის ნაკრებისა და “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი სათავეში ჩაუდგა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთების რეიტინგს, რომელიც ჟურნალ Forbes-ის შედგენილია. 30 წლის არგენტინელი წელიწადში 111 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

პირველ ადგილზე გასვლაში მესის დაეხმარა კატალონურ კლუბთან ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ფორვარდი კვირაში გამოიმუშავებს 667 ათასი დოლარს.

მეორე ადგილზე გავიდა პორტუგალიის ნაკრებისა და “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ – 108 მილიონი დოლარი წელიწადში. მესამეზეა “პარი სენ-ჟერმენისა” და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი წელიწადში 90 მილიონი დოლარით.