მესი წელიწადში 70-80 მილიონ დოლარს იღებს - „ინტერ მაიამის“ მფლობელმა არგენტინელის შეოსავალი გაამხილა #1TVSPORT
მესი წელიწადში 70-80 მილიონ დოლარს იღებს - „ინტერ მაიამის“ მფლობელმა არგენტინელის შეოსავალი გაამხილა #1TVSPORT

MLS-ის ჩემპიონის, „ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა, ხორხე მასმა გაამხილა ამერიკულ გუნდში ლიონელ მესის შემოსავალი.

ბიზნესმენმა განმარტა, რომ ვარსკვლავთა მაღალი ხელფასების გამო ის იძულებულია, დაეყრდნოს სპონსორებთან მსხვილ ხელშეკრულებებს. კლუბის შემოსავლის 55 პროცენტი სწორედ პარტნიორებისგან მიღებულ თანხაზე მოდის.

„მე მჭირდება სპონსორები, რომლებიც უმაღლესი დონის უნდა იყვნენ, რადგან ფეხბურთელთა ღირებულება მაღალია. მე მესის 70-დან 80 მილიონ დოლარამდე ვუხდი წელიწადში ყველაფრის გათვალისწინებით. და ის თითოეული გამომუშავებული ცენტის ღირსია“, – განაცხადა მასმა.