მესი სეზონის დრიბლიორთა ტოპ-სამეულში ვერ მოხვდა
მესი სეზონის დრიბლიორთა ტოპ-სამეულში ვერ მოხვდა

პორტალმა Planet Football-მა შეადგინა 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო დრიბლიორთა რეიტინგი. სიაში მოხვდნენ ფეხბურთელები ევროპის TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებიდან.

კლასიფიკაციის ლიდერი გახდა „ვულვერჰემპტონის“ ფორვარდი ადამა ტრაორე. ის საშუალოდ მატჩში 6.3 წარმატებულ ფინტს აკეთებდა. მხოლოდ მეოთხე ადგილზეა რეიტინგში „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი.

2019-20 წლების სეზონის საუკეთესო დრიბლიორების საუკეთესო ათეული:

1. ადამა ტრაორე (ვულვერჰემპტონი) – 6.3

2. ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი) – 6.1

3. ალან სენ-მაქსიმინი (ნიუკასლი) – 5.8

4. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 5.7

5. ჟერემი ბოგა (სასუოლო) – 4.7

6. უილფრიდ ზაა (კრისტალ პალასი) – 4.5

7. მუსა ჯანეპო (საუთჰემპტონი) – 4.3

8. იუსეფ ატალი (ნიცა) – 4.2

9. მუნირ შუიარი (დიჟონი) – 4.2

10. ედენ აზარი (რეალი) – 4.1