მესი პარიზში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ჩავიდა
მესი პარიზში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ჩავიდა

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი პარიზში ჩაფრინდა, სადაც ორშაბათს გაიმართება „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია. ამის შესახებ საკუთარი „ინსტაგრამის“ მეშვეობით შეგვატყობინა ფეხბურთელის მეუღლემ ანტონელა როკუცომ.

საფრანგეთის დედაქალაქში არგენტინელი მეუღლესთან და თავის შვილებთან ერთად ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მესი არ დაესწრო „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიას. მაშინ პრიზის მფლობელი გახდა „რეალის“ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი.