მესი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა კარიერაში შედეგიანი პასების რაოდენობით - არგენტინელმა პუშკაშის რეკორდი მოხსნა #1TVSPORT
მესი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა კარიერაში შედეგიანი პასების რაოდენობით - არგენტინელმა პუშკაშის რეკორდი მოხსნა #1TVSPORT

ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ MLS-ის პლეი ოფის ფინალისტი გახდა. ფლორიდულმა კლუბმა ნახევარფინალში 5:1 გაანადგურა „ნიუ იორკ სიტი“. გამარჯვებულთა რიგებში არგენტინელმა ლეგენდამ ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მესიმ ფერენც პუშკაშის რეკორდი მოხსნა კარიერაში შედეგიანი გადაცემების რაოდენობით. არგენტინელს 1136 მატჩში 405 საგოლე პასი დაუგროვდა. ლეგენდარული უნგრელის მონაგარი 404 შედეგიანი გადაცემა იყო.

ფინალში, რომელიც 6 დეკემბერს გაიმართება, მასპინძელი „ინტერ მაიამი“ იქნება. ფლორიდელები თომას მიულერის „ვანკუვერ უაიტკეპსს“ შეხვდებიან. მეტოქეები პირველად ითამაშებენ MLS-ის პლეი ოფის გადამწყვეტ მატჩში. აქამდე „ინტერ მაიამი“ არასოდეს გასულა პირველ რაუნდზე შორს, კანადური კლუბი კი ორჯერ იყო მეოთხედფინალში.