მესი მიიჩნევს, რომ „ბარსელონა“ მადრიდელთა მოედანზე უფრო თავისუფლად თამაშობს
BARCELONA, SPAIN - NOVEMBER 27: Lionel Messi of FC Barcelona runs with the ball during the UEFA Champions League group F match between FC Barcelona and Borussia Dortmund at Camp Nou on November 27, 2019 in Barcelona, Spain. (Photo by David Ramos/Getty Images)
ხვალ, 18 დეკემბერს ესპანეთის ჩემპიონატის გადადებული მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდები – „ბარსელონა“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან.
გულშემატკივრები დიდი ხანია, მოუთმენლად ელოდებიან „ელ კლასიკოს“, რომელიც კატალონიაში დაწყებული საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.
ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე პრინციპულ, დაძაბულ და მნიშვნელოვან შეხვედრაზე საკუთარი აზრი „ბარსელონას“ არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ მესიმ გამოთქვა.
„როცა „ბერნაბეუზე“ ვთამაშობთ, უფრო მეტი სივრცე იქმნება, – ციტირებს მესის Marca. – სახლში ისინი იძულებულები არიან, რომ უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშონ, რადგან გულშემატკივრები მათგან სწორედ ამას მოითხოვენ.
„კამპ ნოუზე“ მადრიდელები განსხვავებული სტილით თამაშობენ და ჩვენი კარიდან მოშორებით არიან განლაგებულები. თამაშობენ მჭიდროდ და აქცენტს კონტრშეტევებზე აკეთებენ, რადგან წინ ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. ბარსელონაში თამაში უფრო რთული და ჩაკეტილია ხოლმე“.