მესი - მე ყოველთვის „ბარსელონას“ ინტერსებიდან გამომდინარე ვმოქმედებდი
მესი - მე ყოველთვის „ბარსელონას“ ინტერსებიდან გამომდინარე ვმოქმედებდი

„ბარსელონას“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კატალონიური კლუბთან მის ბოლოდროინდელ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და გვჯეროდეს, რომ წინ უკეთესი მომავალია, – ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Sport.es. – მე ვიღებ პასუხისმგებლობას საკუთარ შეცდომებზე და თუ ისინი დავუშვი, მხოლოდ ის მსურდა, რომ „ბარსელონა“ უფრო ძლიერი და უკეთესი გამხდარიყო.

ენთუზიაზმი და მოტივაცია ერთადერთია, რაც მიზნის მიღწევაში გვეხმარება, ჩვენ სულ ერთი მიმართულებით უნდა ვიაროთ. თუ, რომელიმე გულშემატკივარი გააღიზიანა იმან, რასაც ვამბობდი და ვაკეთებდი, არავის შეეპაროს ეჭვი, რომ მე მხოლოდ „ბარსელონას“ ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდი და კლუბისთვის საუკეთესო მსურს“.