მესი კოპა ამერიკას სიმბოლურში ვერ მოხდა
მესი კოპა ამერიკას სიმბოლურში ვერ მოხდა

სტატისტიკურ-ანალიტიკურმა სააგენტო „ოპტამ“ (Opta) შეადგინა კოპა ამერიკას სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ექვსი ბრაზილიელი მოხვდა. არგენტინიდან ერთადერთი წარმომადგენელი ნახევარმცველი ლეანდრო პარედესია.

სიმბოლურში ვერ ვხედავთ არგენტინის ნაკრების ფორვარდს ლიონელ მესი, რომელსაც ტურნირზე ექვს მატჩში თითო გოლი და შედეგიანი პასი ჰქონდა.

სრულად კოპა ამერიკას სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება –

მეკარე – ალისონი (ბრაზილია);

მცველები – დანი ალვეში (ბრაზილია), მარკინიოსი (ბრაზილია), მიგელ ტრაუკო (პერუ);

ნახევარმცველები – ლეანდრო პარედესი (არგენტინა), ჩარლზ არანგისი (ჩილე), იოსიმარ იოტუნი (პერუ), არტური (ბრაზილია);

ფორვარდები – გაბრიელ ჟესუსი (ბრაზილია), ხოსე პაოლო გერერო (პერუ), ევერტონი (ბრაზილია).