მესი - კასილიასი ფეხბურთის ისტორიაში შევიდა
მესი - კასილიასი ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

„ბარსელონას“ არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ იკერ კასილიასის კარიერა შეაფასა და აღნიშნა, რომ ესპანელმა მეკარემ სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ფეხბურთის ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ ლეგნდარულმა ესპანელმა მეკარემ ბრწყინვალე კარიერა დღეს დაასრულა.

„იკერ ფეხბურთიდან წავიდა, მაგრამ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში, – ციტირებს ლიონელ მესის სიტყვებს AS. – ის იყო ეტალონი პრიმერა დივიზონში, რომელმაც აგრეთვე მოახერხა, რომ საერთაშორისო დონეზე უამრავი უმაღლესი ჯილდო მოეპოვებინა.

კასილიასი დიდებული მეკარეა და მის წინააღმდეგ თამაში ურთულესი იყო, თუმცა ამ დაპირისპირებას ყოველთვის განსაკუთრებული ხიბლი ახლდა“.

დატოვე კომენტარი