გამოცემა Give Me Sport-ი იტყობინება, რომ „ინტერ მაიამის“ ლეგენდარული ფეხბურთელი ლიონელ მესი ჩამოყალიბდა თავის მომავალზე. წყაროს ცნობით, 37 წლის არგენტინელი გააგრძელებს კონტრაქტს MLS-ის კლუბთან. მესის მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდეა ძალაში, თუმცა ფორვარდი კიდევ ერთი წლით გააგრძელებს კონტრაქტს.
უფრო ადრე „ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა, ხორხე მასმა განაცხადა, რომ მესი არ დატოვებს კლუბს. ის ასევე იმედოვნებს, რომ არგენტინელი 2026 წელს მონაწილეობას მიიღებს ახალი საკლუბო სტადიონის გახსნაში.
შეგახსენებთ, რომ მესი MLS-ის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.