მესი „ინტერ მაიამის“ არ დატოვებს #1TVSPORT
მესი „ინტერ მაიამის“ არ დატოვებს #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი არ დატოვებს გუნდს უახლოეს პერიოდში. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა გილემ ბალაგემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არგენტინელი, შესაძლოა, საუდის არაბეთის კლუბში გადავიდეს იჯარის წესით.

წყაროს ცნობით, მესი გააგრძელებს თამაშს MLS-ის კლუბში.

ლიონელ მესის მოქმედი კონტრაქტი „ინტერ მაიამისთან“ 2025 წლის ბოლომდეა ძალაში.