მესი დაბრუნდა - არგენტინამ წააგო
მესი დაბრუნდა - არგენტინამ წააგო

256-დღიანი პაუზის შემდეგ, არგენტინის ნაკრებში ითამაშა „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ.

მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებმა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ წააგეს ვენესუელასთან – 1:3.

ანგარიში მე-6 წუთზე ხოსე სალომონ რონდონმა გახსნა, რომელსაც პასი გაუკეთა რობერტო როსალესმა. პირველი ტაიმის ბოლოს, ვენესუელელთა უპირატესობა ჯონ მურილიომ გაზარდა. საგოლე პასი ისევ როსალესმა შეასრულა.

მეორე ტაიმში 59-ე წუთზე, ლაუტარო მარტინესმა შეამცირა სხვაობა, მაგრამ 79-ე წუთზე ხოსეფ მარტინესმა პენალტი გამოიყენა და თავის გუნდს 3:1 მოაგებინა.

ეს ისტორიული შედეგია ვენესუელასთვის, რადგან აქამდე მას სამი გოლი არასოდეს ჰქონდა გატანილი არგენტინის კარში, სულ კი ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოუგო „ალბისელეტეს“.

არგენტინა შემდეგ შეხვედრას 26 მარტს, მაროკოში ჩაატარებს. როგორც ირკვევა, იმ შეხვედრაში მესი არ იქნება.

არგენტინამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა –

არმანი, მონტიელი, მერკადო (46. კანემანი), ფოიტი, ლისანდრო მარტინესი (46. ბლანკო), ლო სელსო (78. პერეირა), პარედესი, ტალიაფიკო, მესი, ლაუტარო მარტინესი (70. ბენედეტო), გონსალო მარტინესი (46. მ. სუარესი).