მესი და სკალონი არგენტინის ნაკრებში რჩებიან
მესი და სკალონი არგენტინის ნაკრებში რჩებიან

არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ ბრაზილიასთან კოპა ამერიკაზე წაგებული ნახევარფინალის (0:2) შემდეგ აღნიშნა თავისი ამჟამინდელი გუნდის პოტენციალი. აგრეთვე, ნაკრებში კარიერის გაგრძელებაზე მზადყოფნა გამოთქვა.

„ეს ნაკრები ძალიან ცდილობდა, დიდი მონდომება გაიღო თავის გამოსვლაში. უნდა მივცეთ ამ გუნდს საშუალება, გააგრძელოს განვითარება. არ არის საჭირო მასზე ზემოქმედება. სასიამოვნოა ამ გუნდში ყოფნა. თუ მე შემიძლია სასარგებლო ვიყო, მაშინ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ თამაშს“, – განაცხადა მესიმ.

ასევე ირკვევა, რომ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ გუნდთან, – განაცხადა TNT Sports-ის ეთერში ჟურნალისტმა ერნან კასტილიომ.

სკალონის კონტრაქტი 2019 წლის ბოლომდეა ძალაში და არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია აპირებს საშუალება მისცეს სპეციალისტს ამ ვადის ბოლომდე უხელმძღვანელოს გუნდს.

თავად სკალონიმ საკუთარ მომავალზე კომენტარი არ გააკეთა: „არ მგონია, რომ დღეს შესაფერისი დრო იყოს ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ეს ყველაზე ნაკლებად მაღელვებს. ახლა მთავარია ვიყო მოთამაშეებთან და ერთად გადავიტანოთ ეს მარცხი“.

41 წლის სკალონი 2018 წლის ზაფხულიდან უდგას სათავეში არგენტინის ნაკრებს.