მესი და გრიზმანი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან
მესი და გრიზმანი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან

„ბარსელონას“ კაპიტანი და ლიდერი ლიონელ მესი ვარჯიშებზე გუნდის ახალწვეულს ანტუან გრიზმანს არ ელაპარაკება.

ჭორები პარტნიორებს შორის რთულ ურთიერთობაზე ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისიდან იღებს სათავეს, მაგრამ მაშინ ფეხბურთელებმა მოასწრეს ამ ინფორმაციის უარყოფა. თუმცა, ფრანგი ფორვარდი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მათი კომუნიკაცია, ჯერჯერობით, ბოლომდე არ შემდგარა, რადგან ორივეს არ უყვარს ბევრი ლაპარაკი.

ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito TV იტყობინება, რომ ფეხბურთელებს არ სურთ დაძაბული ურთიერთობის სააშკარაოზე გატანა, სინამდვილეში კი ისინი ვარჯიშებზე საერთოდ არ ელაპარაკებიან ერთამანეთს.

ცნობილია, რომ მესი აქტიურად ითხოვდა ზაფხულში ნეიმარის დაბრუნებას. შესაძლოა, გუნდის ლიდერი გაბრაზებულია იმის გამო, რომ მისი ყოფილი პარტნიორის ნაცვლად ფრანგი შეიძინეს.

მესის მიმდინარე სეზონში ექვს მატჩში ხუთი გოლი და ოთხი პასი დააგროვა, გრიზმანს 10 მატჩში 4+4 აქვს.