მესი ბოლომდე გამოჯანმრთელდა
მესი ბოლომდე გამოჯანმრთელდა

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი კუნთის ტრავმისგან ბოლომდე გამოჯანმრთელდა. აღნიშნული დაზიანების გამო არგენტინელმა წინა სასეზონო ამერიკული ტური და ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გამოტოვა.

როგორც გამოცემა „ასი“ (AS) იტყობინება, 19 აგვისტოდან მესი საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშებს. მას „ატლეტიკთან“ თამაშიც შეეძლო, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ არ გარისკა. „ლა ლიგის“ მეორე ტურის შეხვედრაში კატალონიელებს „ბეტისთან“ ლუის სუარესი ტრავმის გამო დააკლდებათ.

2018/2019 წლების სეზონში არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 50 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 51 გოლი და 22 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.