მესი „ბეტისთან“ არ ითამაშებს
მესი „ბეტისთან“ არ ითამაშებს

ესპანეთის ჩემპიონმა “ბარსელონამ” გამოაქვეყნა განაცხადი ქვეყნის ჩემპიონატის მეორე ტურში „ბეტისთან“ საშინაო მატჩისთვის. კატალონიელთა რიგებში არ არიან ფორვარდები – ლიონელ მესი, ლუის სუარესი და უსმან დემბელე. ისინი კვლავაც ტრავმების შემდეგ აღდგენას აგრძელებენ.

სიურპრიზი აღმოჩნდა „ბარსელონას“ განაცხადში 16 წლის ფორვარდის ანსუ ფატის შეყვანა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად, ანგარიშით 0:1 წააგო „ბილბაოსთან“.