მესი „ბარსელონაზე“ - მინდოდა დაბრუნება, მაგრამ კლუბს ფეხბურთელები უნდა გაეყიდა #1TVSPORT
მესი „ბარსელონაზე“ - მინდოდა დაბრუნება, მაგრამ კლუბს ფეხბურთელები უნდა გაეყიდა #1TVSPORT

არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ მესიმ განმარტა, რატომ არ გადავიდა ამ ზაფხულს „ბარსელონაში“.

„სიმართლე ისაა, რომ ძალიან მინდოდა დაბრუნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორ წამოვედი ამ გუნდიდან და რისი გადატანა მომიწია, აღარ მინდოდა იმავე სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი: დავლოდებოდი, რა იქნებოდა შემდეგ და დამეტოვებინა ჩემი მომავალი ვიღაცის ხელში. მინდოდა, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიმეღო და გამეთვალისწინებინა საკუთარი და ოჯახის მოთხოვნილებები.

მე გავიგე, რომ ლა ლიგამ მიიღო ყველა საჭირო გადაწყვეტილება. ყველაფერი მზად იყო ჩემი დაბრუნებისთვის, მაგრამ კიდევ ბევრი რამ უნდა მომხდარიყო. ისიც გავიგე, რომ „ბარსელონას“ სჭირდებოდა მოთამაშეების გაყიდვა ან მათთვის ხელფასების შემცირება და სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, ეს ჩემი მიზეზით გაეკეთებინათ.

ჯერ კიდევ „ბარსელონაში“ ყოფნისას ბევრი რამ დამაბრალეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მე ცოტა დავიღალე ამისგან და არ მინდოდა, ეს კიდევ ერთხელ გამევლო.

ამასთან, ახლა მინდა, გავექცე ზედმეტ ყურადღებას, უფრო მეტი ვიფიქრო საკუთარ ოჯახზე. ბოლო ორმა წელმა ჩვენი ოჯახისთვის ცუდად ჩაიარა. მე მქონდა ფანტასტიკური თვე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, მაგრამ სხვა მხრივ ეს რთული პერიოდი იყო. მინდა, ისევ მივიღო სიამოვნება ცხოვრებისგან, ოჯახთან ერთად გატარებული დროისგან, ბავშვებისგან. აი, რატომ გადავწყვიტე, არ გადავსულიყავი „ბარსელონაში“, – განაცხადა ფორვარდმა.